18 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
ქუთაისის ცენტრალურ უბანში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისის ცენტრალურ უბანში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინციდენტში მონაწილე ბიზნესმენის ოჯახში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ბიზნესმენ გელა თოფურიას ადვოკატის ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, სამართალდამცველები დაინტერესდნენ, რამდენად კანონიერ ფლობაშია იარაღი, რომლითაც რამდენჯერმე მოხდა გასროლა. მისი თქმით, საქმეს ჯერ არ გაცნობია და დეტალები არ იცის, რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე პირებს, მათი გამოკითხვა მოგვიანებით მოხდება. 

სამართალდამცველები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ, ასევე არ პასუხობენ კითხვას - რატომ არ დაინტერესდა უწყება ამ დრომდე მომხდარი ფაქტით.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის მოხდა. სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

თვითმხილველების თქმით, გელა თოფურია საკუთარი სახლიდან გადიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დაზიანდა, სიტყვიერი დაპირისპირება მალე დასრულდა, თუმცა მეორე დღეს მეეზოვის ახლობლები ბიზნესმენთან მივიდნენ, რასაც კამათი და სავარაუდოდ გასროლა მოჰყვა. 

დღის ამბები