"გორმედის" ქსელის ქარელის ცენტრალური საავადმყოფო, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში 19 აპრილს სრულად გამოცხადდა ე.წ. ცხელების ზონად, ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.
მრავალპროფილური ფუნქციის აღდგენის გარდა, კლინიკა კვლავ მიიღებს ცხელების მქონე პაციენტებსაც, რომელთა მართვაც სპეციალურ ბოქსირებულ პალატებში მოხდება.
პანდემიის დროს საავადმყოფოს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში დღეს მხარის რწმუნებულმა დაწვრილებით მოისმინა.