ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 მიკრორაიონში, სადაც სროლის ხმა ისმოდა, უკვე 2 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ინციდენტის მიზეზი, თუმცა ადგილობრივები "კურიერთან" ყვებიან, რომ მამაკაცმა ოჯახის წევრებზე წარსულშიც რამდენჯერმე იძალადა.
შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს მეუღლის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის (სიტყვიერი შეურაცხყოფის) ფაქტზე ერთი თვის ვადით გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი.
შეგახსენებთ, ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 მიკრორაიონში 45 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარი შვილების მიმართულებით 15 წუთის განმავლობაში ისროდა.
შვილებმა თავის დაღწევა შეძლეს და ისინი ამ წუთებში დედასთან ერთად უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან.