08 სექტემბერი 2026,   09:17
ვრცლად
გოგი წულაიამ პოლიციის შენობას პროტესტის ნიშნად "ცერცვი შეაყარა"

გოგი წულაიამ პოლიციის შენობას "ცერცვი შეაყარა". პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის განაწყენება, მისი საჩივრის გამოუძიებლობამ გამოიწვია.

გოგი წულაიას თქმით, პანდემიის დროს, როდესაც შეკრებები აკრძალული იყო, მერიის თანამშრომლების შეკრება დააფიქსირა, ფაქტის ამსახველი ფოტოები პოლიციაში მიიტანა და გამოძიება მოითხოვა. წულაიას თქმით, ამ დრომდე საქმე შესწავლილი არ არის. მისივე განცხადებით, შერჩევითი სამართალია და მოქალაქეებს მოუწოდებს ჯარიმები არ გადაიხადონ.

"ორი თვის წინ ფოტოები მივიტანე, როგორ იყვნენ მერიის თანამშრომლები შეკრებილი, მაგრამ საქმის გამოძიება არ მომხდარა, ამათზეა ნათქვამი, "შეაყარე კედელს ცერცვი" - ასეც მოვიქეცი, პოლიციას ცერცვი შევაყარე, ნიშნად იმისა, რომ რეალურად გამოძიება არ ხდება. მე რამდენჯერმე დამაჯარიმეს, მერიის თანამშრომლებს კი პასუხს არავინ სთხოვს. ეს არის შერჩევითი სამართალი, მოვუწოდებ მოქალაქეებს არ გადაიხადონ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები და ისინი მართლები იქნებიან," - განაცხადა გოგი წულაია.

დღის ამბები