18 ნოემბერი 2024,   21:56
ვრცლად
სტიქია კახეთში - უამინდობამ სოფელ საბუესა და შილდაში ერთწლიანი კულტურები და ნათესები დააზიანა​

სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა. ხანმოკლე უამინდობამ სოფელ საბუესა და შილდაში ერთწლიანი კულტურები და ნათესები დააზიანა.

ასევე, დაიტბორა ორი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხი-ყვარელის ცენტრალურ მაგისტრალზე ხეები მოგლიჯა, თუმცა მოძრაობა არ შეფერხებულა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ზარალი უმნიშვნელოა, შესაბამისი სამსახურები კი ვითარების ადგილზე შესწავლას ცდილობენ.

დღის ამბები