11 სექტემბერი 2026,   01:30
ვრცლად
გორში კორონავირუსი 48 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, ის "ემბავუდის" გორის ფილიალის წარმომადგენლის ოჯახის წევრია

შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 17 ნიმუშიდან COVID დადებითი ერთი აღმოჩნდა. კორონავირუსი გორში მცხოვრებ 48წლის მამაკაცს დაუდასტურდა, ის "ემბავუდის" გორის ფილიალის წარმომადგენლის ოჯახის წევრია.

არსებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს, ამჟამად კი კონტაქტების გამოვლენა და შესწავლა მიმდინარეობს.

სოფელ ხიდისთავში კი, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომუშავე 29 წლის მედდა სტუმრად იყო ჩასული, ნიმუშები ეპიდემიოლოგებმა უკვე აიღეს და დღეს გადაიგზავნება ლაბორატორიაში. თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის რეკომენდაცია შიდა ქართლში 37 პირს აქვს მიღებული, მათზე გაგრძელდება ეპიდდაკვირვება.

დღის ამბები