11 სექტემბერი 2026,   03:18
ვრცლად
ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები, უსაფრთხოების ზომების დარღვევას, არასათანადო პირობებსა და ხელფასების დაგვიანებას აპროტესტებენ

რიკოთზე, ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტის მიზეზი, უსაფრთხოების ზომების დარღვევა, არასათანადო პირობები და ხელფასების დაგვიანება გახდა.

"ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო, საინჟინრო კორპორაციის" ორმოცამდე ქართველი თანამშრომელი მუშაობაზე უარს აცხადებს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მათი თქმით, თვეების განმავლობაში არასათანადო პირობებში მუშაობის მიუხედავად, ანაზღაურებას დროულად ვერ იღებენ და დამსაქმებელთან ხელშეკრულებასაც ვერ აფორმებენ.

როგორც ისინი განმარტავენ, ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობაზე უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, რის გამოც გუშინ ერთ-ერთმა მუშამ თვალი დაიზიანა, მას შემდეგ კი, რაც დაშავებულმა ექიმთან წასასვლელად ხელფასი მოითხოვა, ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

კომპანიის თანამშრომლები ხელისუფლებას მათი პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

თანამშრომლების ბრალდებებს არ პასუხობენ ობიექტზე მყოფი კომპანიის წარმომადგენლები, ცენტრალურ ოფისში კი აცხადებენ, რომ არასამუშაო დღეა და ხელმძღვანელობა ადგილზე არ იმყოფება.

დღის ამბები