25 აპრილი 2024,   13:56
ვრცლად
რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე დღეს დილიდან სუსში დაკითხვები განახლდა

რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე დღეს დილიდან სუსში დაკითხვები განახლდა. უწყებაში უკვე იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი და სამოქალაქო აქტივისტი თამაზ ჩოხელი, ორივე მათგანი მოწმის სტატუსით გამოიკითხა.

დღესვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულები არიან მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევისუსში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

ამ წუთებში სუსის შენობაში "ქართული ოცნების“ მაჟორიტარების გამოკითხვა მიმდინარეობს. "კურიერის“ კამერამ საგამოძიებო უწყებაში როგორც გაჯიევის, ასევე თამაზ ნავერიანის შესვლა დააფიქსირა. ორივე მათგანი კამერებთან დუმილს ამჯობინებს და დეტალებზე არ საუბრობს.

თამაზ ნავერიანი "კურიერს" დღეს უმტკიცებდა, რომ საგამოძიებო უწყებაში პირად საქმეზე იყო მისული. მას არ დაუკონკრეტებია და არ უხსენებია მიმდინარე გამოძიება.

როგორია მათი პოზიციები მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ამ დრომდე უცნობია.

საგამოძიებო უწყებაში დღეს სამოქალაქო აქტივისტები და ასევე მემარცხენე ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც არ ისაუბრეს რა ინფორმაციის მიწოდებას გეგმავდნენ საგამოძიებო უწყებისთვის, ან კონკრეტულად რასთან დაკავშირებით ჰქონდათ გამომძიებლებს მათთან კითხვები, თუმცა 3 საათის განმავლობაში სუსის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

სავარაუდოდ, კითხვების ნაწილი ნარიმანოვის ძეგლის საკითხს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა. ასევე, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, როგორც კარანტინის, ასევე შემდგომ პერიოდში.

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ხვალ გამოძიების კითხვებს მესამე სექტორის წარმომადგენლები უპასუხებენ. მათ შორის იქნება EMC-ის თავმჯდომარე თამთა მიქელაძე, რომელიც მარნეულის გამოძიების თემატიკაში აქტიურად არის ჩართული.

დღის ამბები