19 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
დღეს ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა ეს სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 20-ით გაიზარდა. 

"ახალი შემთხვევა არ გვყავს და კვლავ 879 ინფიცირებული გვრჩება. ამასთან, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და გუშინდელის შემდეგ 20 გვყავს. აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას, რეგულაციები არსად არ წასულა. 20 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან 10 ჩვენი ცენტრიდან არის და ყველა მათგანი გუშინ გაეწერა კლინიკიდან. ამ ეტაპზე კი ჩვენთან 31 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. ჩვენ ასევე გვყავს 1 მძიმე პაციენტი, რომლის დინამიკაც დადებითია და ვიმედოვნებ, რომ ხვალიდან ის მძიმე შემთხვევათა სიიდან ამოღებული იქნება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მან დღეს პირბადეების გამოყენების აუცილებლობასა და სოციალური დისტანცირების საკითხზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.  

რაც შეეხება პლაქვენილის გამოყენების აკრძალვის საკითხს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, რომ საკითხი საქართველოში ამ ეტაპზე არ განიხილება. 

 

 

 

დღის ამბები