18 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
COVID-19-ის თანმხლებ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია და დიაბეტი - NCDC-ის ანგარიში

კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ხშირ სიმპტომს ცხელება წარმოადგენს- ამის შესახებ საუბარია საქართევლოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში, კვლევის ფარგლებში, თითოეული პაციენტის შემთხვევაში გაანალიზდა დაავადების კლინიკური სიმპტომების და თანმხლები დაავადებების არსებობა პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე.

ცხელება 57,3% ხველა 24,6% ყელის სიმშრალე/ტკივილი 17%, თავის ტკივილი 14,5%, ზოგადი სისუსტე 11%, სურდო 10,1%, დიარეა 9,6%, კუნთების ტკივილი 9,2%, სუნთქვის გაძნელება 7%, სახსრების ტკივილი 6,3%, გულისრევა/ღებინება 5,7%, მუცლის ტკივილი 5,6%, გულმკერდის ტკივილი 3,6%, კონიუქტივიტი 2,2%, უცნობია 20,75, ასიმპტომური 11%..

COVID-19–ის დადასტურებული შემთხვევების განაწილება კლინიკური მახასიათებლების მიხედვით - ჰოსპიტალიზაციამდე თანმხლები დაავადებების პროცენტი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაში შემდეგია.

თანმხლებ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია 88 (11%) და დიაბეტი 39 (4.8%). ასევე თირკმლის დაავადება 1.6 % ფილტვის ქრონიკული დაავადება 1.8% ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება 1.1% სიმსივნე /კიბო 0.8% ღვიძლის დაავადება 0.6%.

დღის ამბები