კორონავირუსის მძიმე შემთხვევების რაოდენობა იკლებს - ამის შესახებ საუბარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში, რომელიც უწყებამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ტენდენციებზე, რომელიც საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე გამოიკვეთა. არსებული დამაიმედებელი მდგომარეობის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რეკომენდაციები დაიცვან.
"არც ის ორნიშნა რიცხვი და არც ეს ნული, არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას, ეპიდემია ქვეყანაში გრძელდება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ის არის მართვადი და ემორჩილება კონტროლს, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მეტად დავიცვათ სიფრთხილე და ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.