20 აპრილი 2024,   06:52
ვრცლად
ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე არ მივა - "მთავარი არხის" ხელმძღვანელი გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაიბარეს

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ამავე არხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივა.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე არ მივა. 

"გვირჩევნია დავიკითხოთ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, უკეთესი ფორმატია დაკითხვისთვის. ეს უკვე ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული, თუ უსაფრთხოების სამსახური საჭიროდ ჩათვლის, მზად ვართ ჩვენების მისაცემად," - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

შეგახსენებთ, 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

დღის ამბები