08 სექტემბერი 2026,   09:45
ვრცლად
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - ადვოკატები გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე, სადაც ავსტრალიის მოქალაქე ფიგურირებს, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ უფლებადამცველები. მათი განცხადებით, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს ბავშვთა ტრეფიკინგსა და პორნოგრაფიაზე.

შეგახსენებთ საქმეში სულ სამი პირი ფიგურირებს, რომლებიც თბილისში რამდენიმე თვის წინ დააკავეს.

"არც პირდაპირ და არც ირიბად არ იკვეთებოდა ამ 3 პირის ბრალეულობა მოცემულ საქმეში, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ საუბარი გვაქვს არასრულწლოვანთა ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-გავრცელებაზე.  მოცემულ საქმეზე მსგავსი სახის მასალა წარმოდგენილი ფოტოსურათებით არ ყოფილა. ფოტოსურათები როგორც ასეთი დევს საქმეში, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ფოტოები, არ ჩანს არანაირი სიშიშვლე, შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ სააპელაციო სარჩელი წარვადგინოთ სასამართლოში," - აცხადებს ადვოკატი სალომე კუბლაშვილი.

დღის ამბები