08 სექტემბერი 2026,   09:44
ვრცლად
ცნობილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები - პოსტის დასაკავებლად ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა იბრძვიან

ცნობილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები - პოსტის დასაკავებლად 2 მოსამართლე, ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა იბრძვის.

იმერლიშვილმა და ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით უკვე მიმართეს.
მერაბ ტურავას კანდიდატურა ხუთმა მოსამართლემ წარადგინა, იმერლიშვილის კი ოთხმა.

განცხადებების განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა უყაროს კენჭი დასახელებულ კანდიდატურებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ასარჩევად არანაკლებ 5 ხმაა საჭირო. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება პლენუმის სხდომა.

დღის ამბები