08 სექტემბერი 2026,   09:45
ვრცლად
საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე პატიმრობაში რჩება

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე პატიმრობაში რჩება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ცინარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც გადაისინჯა.

ბრალდების მხარე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, რაიმე ახალი გარემოება, რომელიც ბრალდებულის მდგომარეობას შეამსუბუქებდა, არ გამოკვეთილა.

დავით ცინარიძის ადვოკატის განმარტებით კი, ბრალდებულისთვის გირაო უნდა შეეფარდებინათ, რადგან დაზარალებული, ანუ მეუღლე, მასთან თანაცხოვრების გაგრძელებას აპირებს.

დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

დღის ამბები