ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის 79-ში ადგილობრივი მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მოსახლეობა ამბობს, რომ არსებობს გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ფერდობი მეწყერსაშიშია და მასზე მშენებლობა საფრთხის შემცველია. ადგილზე იმყოფებოდნენ პარტია "ლელოს" წევრებიც.
"ეს ფერდი არ არის მდგრადი. მშენებლობის გარეშეც არის საშიშროება, რომ ეს ფერდი ჩამოიშალოს და პირიქით, მას გამაგრება სჭირდება. ერთადერთი მოთხოვნა, არც გვაქვს, არის ის, რომ თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს თავიდან ბოლომდე უკანონო მშენებლობა, შეწყვიტონ ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა,"-განაცხადა "ლელოს" წევრმა თორნიკე ართქმელიძემ.