საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 896-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ უცვლელი რჩება და მონაცემი 741-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 36-ით გაიზარდა და 2891-ს შეადგენს, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 256 ადამიანი იმყოფება.
ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.