ხორავას ქუჩაზე მოზარდის დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილს ბრალდებებს უყენებს და დამოუკიდებელ ინსპექტორს რეაგირებას სთხოვს.
მთავარი მოთხოვნა წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაა, რომლის თანახმადაც, მოსამართლე მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სამსახურეობრივ მოვალეობას არასათანადოდ ასრულებდა.
ადვოკატი დამოუკიდებელი ინსპექტორისგან სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას მოსამართლე მარსაგიშვილის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარების და სოციალური ქსელის მიმოწერების გამოკვლევას მოითხოვს.
"დისციპლინალური დევნის ეტაპზე არის ჩემი საჩივარი მოსამართლე მარსაგიშვილის მიმართ, რომლითაც დასაბუთებული მაქვს გარემოებები, რომ მოსამართლე არ ასრულებს მისადმი დაკისრებულ ფუნქციებს და ნაცვლად იმისა, რომ მოუსმინოს მხარეებს, მოწმეებს და მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, დაკავებულია და სოციალური ქსელებით ერთობა," - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.