19 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
პანდემიის დროს შექმნილი ახალი სიმღერა - ერეკლე დეისაძის "გამოსვლა"

ერეკლე დეისაძის ახალი სიმღერა პანდემიის დროს შეიქმნა. მწერალი და მუსიკოსი ამ  სიმღერის გარდა კიდევ რამდენიმე კომპოზიციაზე ერთობლივად მუშაობს და უახლოეს პერიოდში პრემიერასაც გეგმავს. სიმღერა "გამოსვლა" კრიზისულ პერიოდებში ადამიანის შესაძლებლობებს ეხება.

ბექა კუნდალინისა და ერეკლე დეისაძის კოლაბორაცია ვიზუალურადაც გაერთიანდა და ვიდეორგოლი საბა შენგელიას ავტორობით შეიქმნა, მასში მონაწილე ადამიანები კი ავტორებს სრულიად უსასყიდლოდ და დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ. თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ "გამოსვლა" მწერლისა და მუსიკოსის პირველი ახალი სიმღერაა.

ერეკლე დეისაძე კიდევ ერთ ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელიც ჟანრობრივად მისთვის უცხოა. ბიპ პოპი - ბრიტანული როკის ჟღერადობა ქართულ ენაზე. ახალი სიმღერა დეისაძისა და გიორგი მარის კოლაბორაციაა. უახლოეს პერიოდში იგეგმება ვიდეორგოლიც  და კიდევ ერთი ახალი, პანდემიის დროს დაწერილი სიმღერის პოსტპანდემიურ პერიოდში პრემიერა.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები