18 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
"უსაფრთხო გარემო-ჯანმრთელი მომავალი" - თიანეთში რესტორნების, სტომატოლოგიური კლინიკების, ბაღებისა და სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა

"უსაფრთხო გარემო-ჯანმრთელი მომავალი" - ამ პროექტის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებული რესტორნების, სტომატოლოგიური კლინიკების, ბაღებისა და სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა.

ექიმებმა მოწვეულ სტუმრებთან, ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულებაზე ისაუბრეს.

"ექიმები ამ ეტაპზე შევუერთდით ამ პროექტს, რათა გარკვეულწილად ინფორმაცია ადეკვატურად და კომპაქტურად მივაწოდოთ მოსახლეობას, რომ არა მარტო კორონავირუსი არის საფრთხე საერთო ჯანმრთელობის, არამედ სხვა ინფექციებიც," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები