ქვეყნის მასშტაბით ტყე-კაფებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განაგრძობს. ღონისძიების მიზანი მოსახლეობისთვის კონკრეტული ტერიტორიიდან ხე-ტყის გამოტანის გამარტივებაა, ამასთანავე მას ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ხასიათიც აქვს.
მცხეთა-მთიანეთში, სოფელ ბევრეთში სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე გაეცნო.
"ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას ე.წ. საქმიან ეზოებში," - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი.