აქცია გაიმართა გერმანიის საელჩოსთან, სადაც სტუდენტები შეიკრიბნენ და რეგულარული ფრენების აღდგენა მოითხოვეს. მოთხოვნა შეეხება გრძელვადიანი ვიზების გაცემასაც.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ შესაბამის სამთავრობო უწყებებს უკვე მიმართეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. სტუდენტებს გერმანიის ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ, დამსაქმებელიც მოიძიეს, თუმცა ვერ მიდიან.
"ამ აქციის მთავარი მიზანი არის, რომ აღდგეს რეგულარული ფრენები და გერმანიის საელჩომ დაუშვას თბილისში გრძელვადიანი ვიზების გაცემა. აქვთ სტუდენტებს ნაყიდი უკვე ბილეთები, აქვთ ბინებში თანხები გადახდილი, აქვთ ოფიციალური მოწვევები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან და სურთ წასვლა. ერთადერთი პრობლემა რაც არის, არის რეგულარული ფრენების აღდგენა," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.