19 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
თბილისის მერია მეტროსადგურ "გოცირიძის" სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მეტროსადგურ "გოცირიძის" სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მეტროსადგურ "გოცირიძის" რეაბილიტაციაზე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია. ხელშეკრულება გაფორმებულია და მომდევნო დღეების განმავლობაში, უშუალოდ დაიწყება სამუშაოები. მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ტაქტილური ბილიკები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც სადგურის ვესტიბულს, ასევე ბაქანს; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურეო ოთახები; განახლდება გახმოვანების სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა," – განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები