13 აგვისტო 2020,   12:42
ვრცლად
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილობრივი სკოლის მოსწავლე გზის გასწვრივ გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის ექპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

დღის ამბები