15 აგვისტო 2020,   08:26
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რიყედან 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს - სუს-ში შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი

რუსმა ოკუპანტებმა სავარაუდოდ, სოფელ რიყედან 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს. "კურიერის" ინფორმაციით, გატაცებული პირი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, მანამდე სტუმრად ნათესავებთან იმყოფებოდა.

"კურიერის" ინფორმაციით, ის გუშინდელი დღიდან აღარავის უნახავს, დღეს კი მის ნათესავებს შეატყობინეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გალის იზოლატორში იმყოფება.

დაკავებულის დეიდის ინფორმაციით, მისი სტუმრად მყოფი დისშვილი, სავარაუდოდ, მდინარე ენგურის მიმდებარედ სეირნობდა, რა დროსაც ის რუსმა სამხედროებმა, მისივე თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა, ტატო ზარქუას ადგილსამყოფელი ახლობლებს გალის იზოლატორიდან ზარის შემდეგ გაიგეს. დაკავებულს ე.წ. საზღვრის კვეთას ედავებიან. ოჯახი ხელისუფლებას მის გასათვისუფლებლად დახმარებას სთხოვს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "კურიერს" განუცხადეს, მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება, ფაქთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, თუმცა უწყებაში ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

დღის ამბები