26 დეკემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი მამაკაცი დააკავეს - ფოტოები ადგილიდან

ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც მეგობრის სახლში იმყოფებოდა. დაკავებისა და ჩხრეკის პროცედურა, დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ახლობლები აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, თუ რატომ დააკავეს გ.რ. და ისინი მომხდარ მკვლელობასთან კავშირს გამორიცხავენ.

შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ ფოთში 43 წლის მამაკაცი სასტიკად ნაცემი და ცეცხლსასროლი, ცივი იარაღით დაჭრილი უგონო მდგომარეობაში ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე დატოვეს. აღნიშნულ საქმეზე პირველივე დღეს დააკავეს სამი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დღის ამბები