18 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
"არ გვინდა საბჭოთა კავშირში ცხოვრება" - მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ელექტრონული კომუნიკაცების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ

აქცია-პერფორმანსი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან. მოძრაობა "შეცვალეს" წევრები  ელექტრონული კომუნიკაცების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც კომისიას აძლევს უფლებას სპეციალური მმართველი დანიშნოს.

"შეცვალეს" ლიდერების განცხადებით, ეს მედიაზე ძალაუფლების მოსაპოვებლად გადადგმული ნაბიჯია.

"თუ ამ კანონპროექტის დამტკიცება მოხდება, ხელისუფლებას ექნება ბერკეტები, რომ თავისუფალი მედიასაშუალებები აკონტროლოს და მისთვის სასურველი, ინტერესების გამტარებელი ფიგურა დასვას მმართველად. 

ეს არის წინასაარჩევნო პერიოდში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და კომუნისტური მმართველობისთვის დამახასიათებელი, როდესაც ხელისუფლებები ცდილობდნენ საზოგადოებისთვის შეექმნათ ალტერნატიული რეალობა,"- მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი ნიკა ფარულავა.

"არ გვინდა საბჭოთა კავშირში ცხოვრება და არც დავუშვებთ ამ ყველაფერს. ეს არის პირდაპირი ჩარევა სიტყვის თავისუფლებაში, მედიის თავისუფლებაში და ეს თუ გაუვათ საბოოლოდ მივიღებთ ჩრ.კორეის მმართველობას. არ ვაპირებთ კორეაში ცხოვრებას, შეიგნოს არა ბექაურმა, არამედ მისმა ბატონმა, ივანიშვილმა,"- აცხადებს მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი ტიტე გედენიძე.

დღის ამბები