06 აგვისტო 2020,   14:37
ვრცლად
მესტიაში, იდლიანის მთაში ტყის მასივზე ხანძრის ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია

მესტიაში, იდლიანის მთაში, ტყის მასივზე ხანძრის ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია. ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში ათეულობით მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ეკიპაჟი, ვერტმფრენი და ადგილობრივი მოხალისეები მუშაობდნენ. ადგილზე რჩება 50 კაციანი ჯგუფი.

უკვე აღარ არსებობს ხანძრის გავრცელების ან დასახლებულ პუნქტამდე გადასვლის საშიშროება, ასევე, სოფელში აღარ შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. იდლიანის ტყის ფერდობზე, წიწვოვან კორომში ხანძარი 5 ივლისის ღამეს, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

დღის ამბები