"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პროკურატურას თამაზ გრატიაშვილის მიმართ სპეციალური დაცვის ღონისძიებების გამოყენებისკენ მოუწოდებს.
2020 წლის 9 ივნისს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, თამაზ გრატიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მისი განმარტებით, როგორც დაკავების დროს, ისე დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს. თამაზ გრატიაშვილს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.