19 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
73 წლის მამაკაცის ჯგუფურად ცემის ფაქტზე ხაშურში სამი ადამიანი დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის დანაშაულისთვის პოლიციამ ხაშურში 3 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები სოფელ ალში, 73 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაზარალებულს ალში მარკეტი აქვს და ინციდენტიც სწორედ იქ მოხდა. ჩხუბის მიზეზი მიხეილ პატარიძის უარი გახდა, რომ თანხის გარეშე სიგარეტს არ გასცემდა.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები