05 მაისი 2024,   05:02
ვრცლად
ზუგდიდში, მდინარეში ბიჭს ეძებენ - 15 წლის მოზარდი გაუჩინარებამდე საქონელს მწყემსავდა

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში მდინარე ჯუმში მოზარდს ეძებენ. “კურიერის” ინფორმაციით, 15 წლამდე ბიჭი საქონელს მწყემსავდა, რის შემდეგაც ის არავის უნახავს.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ის მდინარეში ჩავარდნილიყო.

ამ წუთებში ადგილზე მოსახლეობა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.

დღის ამბები