18 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
მეჯვრისხევის ცენტრში რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები სოფელ მეჯვრისხევის ცენტრში, პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მღებრიშვილის ჯანმრთელობისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას, ასევე, მის უპირობო განთავისუფლებას ითხოვენ.

ისინი აცხადებენ, რომ 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისის შემდეგ გატაცებულია ოკუპანტების მიერ და მის შესახებ ამბავი მხოლოდ 4 დღის დაგვიანებით გაიგეს.

ადგილზე მისულმა სოფლის გამგებელმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობილია ყველა სტრუქტურისთვის.

დღის ამბები