25 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან ლიფტი ჩავარდა, სადაც 2 არასრულწლოვანი იმყოფებოდა

გვიან ღამით, ბათუმში ლეონიძის 4 ნომერში ლიფტი ჩამოვარდა. შემთხვევის დროს ლიფტში 4 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

ემოციური ფონის გამო, მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ისინი კლინიკიდან რამდენიმე საათში გაწერეს. 

ადგილობრივების თქმით, ლიფტი მე-7 სართულიდან მოწყდა. კორპუსი ახალი აშენებულია და მაცხოვრებლების თქმით, ლიფტის დაზიანების შემთხვევები ხშირია.

დღის ამბები