10 ნოემბერი 2026,   23:35
ვრცლად
ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარების საჭიროება არ არსებობს - მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები და საზღვაო ბლოკადა იმდენად ეფექტიანია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარება აღარ სჭირდება.

მარკო რუბიოს თქმით, ირანზე ეკონომიკური ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება და ქვეყანას სულ უფრო დიდ ზიანს აყენებს.

"ირანზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლა უპრეცედენტოა და მისი შედეგები სულ უფრო მძიმდება. ეს ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება. იმავე მიზანს ეკონომიკური საშუალებებითა და ეკონომიკური ზეწოლით თუ ვაღწევთ, სამხედრო დარტყმების განხორციელება საჭირო არ არის. ეს ჩიხური მდგომარეობა არ არის", – განაცხადა მარკო რუბიომ.

 

დღის ამბები