10 ნოემბერი 2026,   21:26
ვრცლად
არჩილ გორდულაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე": მოქალაქეს აქვს უფლება, ცხოვრობდეს ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები გარანტირებულია, სახელმწიფოს მაშინდელი წარმომადგენლები კი თავად იყვნენ ჩართულნი ადამიანების უფლებების შელახვაში

"სახელმწიფოს მაშინდელი წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში, ერთი მხრივ ახალისებდნენ, ხოლო მეორე მხრივ არ ემიჯნებოდნენ კონკრეტული ადამიანების უფლებების შელახვას, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. 

არჩილ გორდულაძის თქმით, ადამიანს აქვს უფლება, ცხოვრობდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები გარანტირებულია, თუმცა, წინა ხელისუფლების პირობებში, მოქალაქეებს ეს უფლება წართმეული ჰქონდათ. 

"სახელმწიფოს მაშინდელი წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში, ერთი მხრივ ახალისებდნენ, ხოლო მეორე მხრივ არ ემიჯნებოდნენ და ზოგ შემთხვევაში, სხვადასხვა თანამდებობებსაც იკავებდნენ, ისინი ჩართულნი იყვნენ კონკრეტული ადამიანების უფლებების შელახვაში, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი. მთავარ ვალდებულებას არ ასრულებდნენ, რომ ისევ და ისევ, ადამიანს აქვს უფლება, რომ ცხოვრობდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები არის უბრალოდ გარანტირებული. როდესაც ეს არ არსებობს, ეს ყველაფერი მიმართება ისევ და ისევ ამ კონკრეტულ პარტიას, რომელსაც როგორც პოზიტიური, ისევე ნეგატიური ვალდებულება აქვს, რომ განუხრელად დაიცვას ადამიანთა უფლებები ქვეყანაში," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები