დღეს, "რუსთავი 2-ის" მაყურებელს მეგაშოუ "ნიჭიერის" მესამე ეპიზოდი ელის. დღევანდელ გადაცემაში შოუს შემქმნელები "ნიჭიერის" გულშემატკივრებს კიდევ ერთ დაუვიწყარ საღამოს და უამრავ სიურპრიზს ჰპირდებიან.
"ნიჭიერის" მესამე ეპიზოდში მაყურებელი სომხეთიდან ჩამოსული კონკურსანტის, დავით ვოსკანიანის ექსტრემალურ და საკმაოდ საშიშ ნომერს იხილავს, რომელშიც მონაწილეობა შოუს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ჟიურიმ - ჯიქეიმაც მიიღო.
"ნიჭიერის" დღევანდელ ეპიზოდში საკუთარ ოსტატობას მაყურებელს უკრაინელი აკრობატიც აჩვენებს. ასევე, სცენაზე გამოჩნდებიან "რუსთავი 2-ის" სერიალის, "მიხოს და მაროს" გმირებიც.
უკვე ცნობილია 4 ოქროს ღილაკის მფლობელისა და ნახევარფინალისტის ვინაობა, თუმცა დღევანდელ გადაცემაში მაყურებელი 2 ნახევარფინალისტს გაიცნობს.
თუ ვინ დაიმსახურა ნუცა ბუზალაძისა და ჯესიკა კაიანის ოქროს ღილაკები და ვისი გამოსვლა აღმოჩნდა იმდენად გამორჩეული, რომ ჟიურის წევრებს განსაკუთრებული გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა - ამას "რუსთავი 2-ის" ეთერში, 22:00 საათზე ნახავთ.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი