11 სექტემბერი 2026,   04:22
ვრცლად
სასამართლოში ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის საქმე მტკიცებულებების განხილვით განახლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის საქმე, მტკიცებულებების განხილვით განახლდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულებების ნაწილი გამოიკვლია.

პროკურორის განცხადებით, გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებიდან, ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის მხრიდან დანაშაული დასტურდება, რასაც არ ეთანხმება დაცვის მხარე.

"არასრულწლოვანი ლუკა სირაძე, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მარიანა ჩოლოიანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულება განხორციელდა. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, ისინი რამდენიმე რაკურსით გახლავთ, რომელსაც ხმა არ აქვს. თუმცა სხვა მტკიცებულებებით ადასტურებენ, რომ ბარალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა ჩვენების მიცემის იძულების ორი ეპიზოდი," - აცხადებს პროკურორი ლევან ქუთათელაძე.

დღის ამბები