ცოტა ხნის წინ გორში სროლის ხმა ისმოდა. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაჭრილია 2 პირი. მათ დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიადგათ.
შემთხვევა ქალაქის გარეუბანში, მჭიდროდ დასახლებულ უბანში, 5 სართულიანი სახლის ეზოში იმ დროს მოხდა, როცა დაზარალებული ბავშვს ასეირნებდა და ირგვლივ თამაშობდნენ სხვებიც. შემთხვევის ადგილთან მდებარეობს ატრაქციონები მცირეწლოვანთათვის და ასევე სპორტული მოედანი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
უცნობია რა გახდა კრიმინალური შემთხვევის მიზეზი. მომხდარზე მეზობლები არ საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.