18 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
მაშველებმა მდინარე ალაზანში დაკარგული 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ორდღიანი საძიებო სამუშაობის შემდეგ, მყვინთავებმა ახალგარდა მამაკაცის ცხედარი, მდინარე ალაზანში იპოვნეს. ამის შესახებ "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. 

ახალგაზრდა ბიჭი მდინარეზე მეგობართან ერთად იყო წასული. არსებული ინფორმაციით, ის  წყალში საბანაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა. 

მამაკაცის საძიებო სამუშაოებში, 20 -მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.

დღის ამბები