08 სექტემბერი 2026,   20:31
ვრცლად
გარდაბანი ამ ეტაპზე წითელ ზონად არ გამოცხადდა, თუმცა მოსახლეობის თერმოსკრინინგი აქტიურად გრძელდება

გარდაბანი ამ ეტაპზე წითელ ზონად არ გამოცხადდა. დღეს საკოორდინაციო საბჭომ რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელა. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ადგილზე სიტუაციის მართვა მოსახლეობის ფართომასშტაბიანი თერმოსკრინინგით შემოიფარგლოს. ამ პროცესის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად დიდია ეპიდემიოლოგიური საფრთხე გარდაბანში.

კოვიდ ინფიცირების ბოლო 24 შემთხვევა სწორედ გარდაბანში დადასტურდა. სამ სოფელში თერმოსკრინინგზე დილიდან 6 ჯგუფი მუშაობს. PCR ტესტირება ჯამში დაახლოებით 700 ადამიანს უნდა ჩაუტარდეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის დავით ბეგაშვილის თქმით, გარდაბანში ეპიდვითარების კონტროლისა და მართვისთვის დღეს დაწყებული თერმოსკრინინგი უმნიშვნელოვანესია.

გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დღეს მოსახლეობის ტესტირება ვერ დასრულდება, გარდაბნის მუნიციპალიტეტში PCR ტესტირება ხვალაც გაგრძელდება.

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები