08 სექტემბერი 2026,   20:14
ვრცლად
19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე 9 საათიანი გამოკითხვის შემდეგ დღეს DJ კოკო ღიბრაძეს უწყებაში ისევ ელოდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოქროს მოწმეების ხელახალი გამოკითხვა დაიწყო. 9 საათიანი გამოკითხვის პროცესის შემდეგ საგამოძიებო უწყება ყველაზე გვიან გუშინ DJ - კოკო ღიბრაძემ დატოვა. დიჯეის სამინისტროში დღეს ისევ ელოდებიან. კოკო ღიბრაძეს გამოძიების კითხვებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელს არ შეეხებოდა.

სამართალდამცველების მიერ ხელახლა უკვე გამოიკითხა გიორგი ქათამაძეც, რომელსაც
მერსედესის მარკის მანქანაში მყოფები 18 ივნისის ღამით სასტიკად გაუსწორდნენ. უკომენტაროდ დატოვა გუშინ საგამოძიებო უწყება ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ნ.ხ.მ. გუშინვე კიდევ ერთხელ გამოიკითხა ანი გაბეჩავაც.

სავარაუდოდ, უწყებაში მისვლა კიდევ ერთხელ მოუწევთ ვახო ახვლედიანსა და იაკობ ბრეგვაძეს. კურიერის ინფორმაციით, ჩვენება განაახლა გურამ ამირხანაშვილმაც.

დღის ამბები