19 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ანტიკრიზისული ღონისძიებების დამატებითი პაკეტი მოსახლეობას უახლოეს მომავალში წარედგინება - პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში

მთავრობის მიერ დამატებით შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, რომელმაც უნდა შეამსუბუქოს ეკონომიკური კრიზისის ნეგატიურ შედეგები, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება. საკითხზე მთავრობის შეხვედრა გაიმართა, სადაც გიორგი გახარიას საკუთარი წინადადებები წარუდგინა როგორც ჯანდაცვის, ასევე ფინანსთა მინისტრებმა.

"გრძელდება მუშაობა იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელსაც მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს, რათა მოხდეს იმ ნეგატიური შედეგების შერბილება, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ბოლო თვეების განმავლობაში დაადგა. მჯერა, რომ ეს იქნება ეფექტური, ქმედითი ღონისძიებები რათა შემსუბუქდეს ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ დამატებითი ღონისძიებების პაკეტი საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება. 

"წლის ბოლომდე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე ჩვენი პროგნოზებით ველოდებით -4%-იან ეკონომიკურ შემცირებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს ის ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები, რაც თან სდევს პანდემიას. ამიტომ, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ანტიკრიზისული ეკონომიკური ღონისძიებების შემუშავებაზე და უახლოეს მომავალში ჩვენ წარვუდგენთ დამატებით პაკეტს ჩვენს საზოგადოებას,"- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 

დღის ამბები