19 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
სოფელ ლიას მცხოვრები სამი მამაკაცი საოკუპაციო რეჟიმმა გაათავისუფლა

სოფელ ლიას მცხოვრები სამი მამაკაცი საოკუპაციო რეჟიმმა გაათავისუფლა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტი  ცხელი ხაზის საშუალებით დაადასტურეს.

"კურიერის" ინფორმაციით, სამივე მათგანის ე.წ. სასამართლო შედგა და ისინი, სავარაუდოდ, ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

წალენჯიხის მკვიდრი სამი ახალგაზრდა მიმდინარე წლის 7 ივნისს, რუსმა სამხედროებმა სოფელ მუჟავას მიმდებარედ, ჯგუფურად, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.

ისინი ჯერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოუყვანიათ. 

დღის ამბები