გუშინ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ნათლული კიდევ 721 ბავშვი გახდა.
დღის ბოლოს ახლადმონათლულები პატრიარქმა დალოცა. ცერემონია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაიმართა.
ამჟამად, ილია II-ს თითქმის 41 ათასი ნათლული ჰყავს. პატრიარქის ინიციატივით, ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა.