19 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
სოფელ ხოვლეში სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ადგილობრივების განცხადებით, სოფლის მოსახლეობის უმეტესობას სასმელი წყალი ორ თვეზე მეტია არ მიეწოდება. ხოვლეში უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის აქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ისინი კასპის მუნიციპალიტეტის მერიას პრობლემის მოსაგვარებლად ორ კვირიან ვადას აძლევენ.

"უკიდურესად მძიმე ვითარებაში უწევთ ცხოვრება სოფელ ხოვლეს მოსახლეობას. მათ სასმელი წყალი წლობით არ მოეწოდებათ. როდესაც გაიგეს, რომ ჩვენ, ოპოზიცია მოვდიოდით ამ სოფელში, ამოიტანეს სასმელი წყლის მილები, რომელიც ერთი კვირის წინ სოფელ ხანდაკის შესასვლელში ჰქონდათ დაწყობილი.

დღეს ჩვენ მოსახლეობასთან შევთანხმდით, რომ თუ ორი კვირის განმავლობაში თუ სასმელი წყალი არ  მიეწოდება სოფელ ხოვლეს მოსახლეობას, ვაპირებთ საპროტესტო აქციების აქტიურად გამართვას როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ თბილისში, კანცელარიაში ჩავიდეთ მოსახლეობასთან ერთად,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბადრი ბასიშვილმა.

დღის ამბები