19 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა დასრულდა - მოსამართლემ 11-ივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა დასრულებულია, მოსამართლემ 11 -ივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ამის შესახებ სხდომის შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ მედიასთან განაცხადა.

"სასამართლომ არც ის განიხილა, რომ ამ 11 ადამიანიდან ყველას შესაძლოა სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული ჰქონოდა. არაფერი არ გაითვალისწინა და რამოდენიმე წამში გამოიტანა განაჩენი,"- განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

ბრალდებულები არიან: ვასილ მახარაძე, ვასილ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, გიგა ტატიაშვილი, თენგიზ ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანინი აღკვეთას ედვება. 

შეგახსენებთ, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები გირავნობის შესახებ.

დღის ამბები