08 სექტემბერი 2026,   18:50
ვრცლად
რა თანხა იხარჯება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელფასებზე და პრემია-დანამატებზე - "სამართლიანი არჩევნები" ანგარიშს წარადგენს

რა თანხები იხარჯება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელფასებზე და პრემია-დანამატებზე - ანგარიშს დღეს "სამართლიანი არჩევნები" წარმოადგენს.

როგორც არასმთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, პრემია-დანამატების გაცემა თანამშრომლებზე ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე ხდება. მათთვის ასევე გაუგებარია, რის საფუძველზე ხდება ხელფასების გაზრდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში 2016-2019 წლების პერიოდს მოიცავს.

"გაიცემა დანამატები და პრემიები, რომლებიც იცვლება ოდენობებში და არ არის განსაზღვრული კონკრეტულად კრიტერიუმები, რისი მიხედვით ხდება ამ ოდენობების განსაზღვრა.

ასევე გაიცემა გაორმაგებულ თანამდებობრივ საზრდოსთან ერთად დანამატი ან პრემია, რაც ჩვენი აზრით გაუმართლებელია, ვინაიდან გაორმაგებული თანამდებობრივი სარგო გულისხმობს სწორედ იმას, რომ არაორდინალური სამუშაო პირობებისთვის ხდება ამ თანხების გაცემა და დამატებით აღარ არის საჭირო დანამატის გაცემა," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ.

დღის ამბები