08 სექტემბერი 2026,   09:46
ვრცლად
ადამიანის უფლებათა ცენტრი გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. ორგანიზაციის თანამშრომლებმა სპეციალური დოკუმენტიც მოამზადეს, რომელშიც საუბარია 11 სახის დარღვევაზე და მათგან უმრავლესობა დაკავების პროცესს უკავშირდება.

"ჩვენ შევხვდით დაახლოებით 11 სახის დარღვევას, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო სხდომებზე იდენტიფიცირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა. პირველ რიგში დაკავებულს დაკავებისთანავე არ განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, რაც უკავშირდება იმას, რომ ბრალდებულს არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

მაგ ყუთში, რომელიც იქნა ამოღებული მანქანიდან 3 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაკავებიდან, როგორც აღვნიშნეთ, ესეც საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. მიზანი იყო ამ დნმ-ის ნიმუშების ამოღების და მხოლოდ ის, რომ შემდგომში დაეტანათ ხელოვნურად და ამით დაედგინათ იარაღთან და მაყუჩთან შემხებლობა უშუალოდ დაკავებული გიორგი რურუასი," - განმარტავს ანალიტიკოსი, ანალიტიკური დოკუმენტის ავტორი გიორგი ტყებუჩავა.

როგორც იურისტი გიორგი კაკუბავა აღნიშნავს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადამიანის უფლებათა მონიტორები გიორგი რურუას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის თითქმის ყველა სასამართლო სხდომას აკვირდებოდნენ.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში ადამიანის უფლებათა მონიტორები აკვირდებოდნენ გიორგი რურუას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის თითქმის ყველა სასამართლო სხდომას. ანალიტიკური დოკუმენტი ეყრდნობა ორგანიზაციის მონიტორების მხრიდან მოპოვებულ ინფორმაციას სასამართლო პროცესებიდან. აღნიშნული დოკუმენტი გაანალიზდა და შესაბამისად აისახა აღნიშნული ინფორმაცია მოცემულ ანალიტიკურ დოკუმენტში," - განაცხადა იურისტმა გიორგი კაკუბავამ.

დღის ამბები