საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. უსაფრთხო ადგილას 100-ზე მეტი მოქალაქე გადაიყვანეს, მათ შორის ბავშვებიც.
ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დილიდან განაახლეს, რომლებიც მოქალაქეებს პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებს მიაწვდიან.
ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ზონაში მუშაობენ დრონები.