11 სექტემბერი 2026,   04:23
ვრცლად
ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ უნდა ამყოფო ადამიანი უკანონო პატიმრობაში - გიორგი რურუას ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

გიორგი რურუას ადვოკატების განცხადებით, მოსმართლე ვალერი ბუგიანიშვილმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. უფლებადამცველების თქმით, როდესაც საქალაქო სასამართლოში რურუას პროცესები დაიწყო, ნათელი იყო, რომ რურუა პოლიტიკური პატიმარია. 

"ამ გადაწყვეტილების დასაბუთება წარმოუდგენელია. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო უფროსობამ, ხომ გაგიგიათ სიმღერა რაც მამას უნდა, რაც ამათ პოლიტიკურ მამას უნდა იმას აკეთებენ. რაც მოუვიდა მესიჯი, ის გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ უნდა ამყოფო ადამიანი უკანონო პატიმრობაში. მოვა დრო და ყველა აგებს პასუხს და იქნება მაგალითი, როგორ გამოჰქონდათ საქართველოში პოლიტიკური განაჩენი,"- განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ. 

"გადაწყვეტილება ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ გიორგი რურუას დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გიორგი რურუას ბრალეულობას, არსებობდა უამრავი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ გიორგი რურუა იყო დანაშაულის მსხვერპლი პოლიციის მხრიდან. 

ამ გადაწყვეტილებას ბუნებრივია გავასაჩივრებთ, არა იმიტომ, რომ გვაქვს იმედი და იქ დაგვხვდება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მოსამართლე, არამედ იმიტომ, რომ დაცვის მხარის ვალდებულებაა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა," - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

"მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამავე თემაზე
დღის ამბები